ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

განცხადების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის (ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია) გამოცხადებული დახურვა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ასობით მგზავრების მიერ, საზიანო იქნება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. 
„სავარაუდოდ, ეს გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების რისკს. ამგვარი ცალმხრივი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აღებულ ვალდებულებებს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება ძალისხმევას სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს ისეთი ატმოსფეროს შექმნით, რომელიც არ არის ხელისშემწყობი კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრისთვის და რეგიონში ყოვლისმომცველი სტაბილიზირებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს გამშვები პუნქტების გახსნისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების თავისუფლება, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ უსაფრთხოების გაძლიერებაში და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

„ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სიტუაციაზე თვალყურს, მათ შორის მონიტორინგის მისიის თანდასწრების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.