სამების ტაძარში ხვალ პატრიარქი წირვას აღავლენს

სამების ტაძარში ხვალ პატრიარქი წირვას აღავლენს

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის ხვალ წირვას აღავლენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. 

ექიმის განცხადებით, უწმინდესი სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს. 

“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს”, - განაცხადა ცისანა შარტავამ.