სახალხო დამცველის წარმომადგენლის საბა რაჭველის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მის უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ომუდსმენის წარმომადგენელმა დეკანოზის მონახულების შემდეგ განაცხადა, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
”ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც თავად აცხადებს, მის უსაფრთხოებას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია”, - განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.