ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი მუსიკოსი დეიმონ ალბარნი ჯგუფი „Blur”-ის დატოვებას აპირებდა. ალბარნის მტკიცებით, ახალ ალბომზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფს სამუდამოდ გამოეთხოვებოდა.
გამოცემამ „New Musical Express” ორი დღის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ალბარნს „Blur”-ის წევრებთან მორიგი კონფლიქტი მოუვიდა და ჯგუფი ოფიციალურად უკვე მიატოვა. ახალი დისკის ჩაწერას მუსიკოსები მის გარეშე გააგრძელებენ.
გუშინწინ ჯგუფის პროდიუსერმა უილიამ ორბიტმა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ეს სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურა.
ანალოგიური ცნობა მეორე დღეს გიტარისტმა გრემ კოკსონმაც გაავრცელა. მისი მტკიცებით, მუსიკოსები ახალ სტუდიურ ალბომს ალბარნის გარეშე დაასრულებენ, მოგვიანებით კი კონკურსს გამოაცხადებენ და ჯგუფის ახალ მონაწილეს შეარჩევენ.