მარკ რონსონი მაშინ ათი წლის გახლდათ და დედასთან ერთად ქალაქ ნიუ-იორკის ლონგ-აილენდის უბანში, ზღვის პირას თამაშობდა. უცებ მოვარდნილმა ძლიერმა ტალღამ ბიჭუნა ზღვაში შეათრია.
მომავალი მუსიკალური პროდიუსერი ბედმა არ გაწირა. შორიახლო სერ პოლ მაკარტნი სეირნობდა. ბრიტანელს დიდი ხანი არ უფიქრია, ზღვაში შეცურდა და მოზარდი ნაპირზე გამოიყვანა.
ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა. რამდენიმე თვის წინ რონსონს მაკარტნისთან ერთად მუშაობა მოუწია. სახელგანთქმულმა მუსიკოსმა პროდიუსერში თავის დროზე გადარჩენილი ბიჭუნა ამოიცნო.
ეს ისტორია გამოცემამ საკუთარ მკითხველებს მოუთხრო. რასაკვირველია მარკ რონსინმა სერ პოლს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საინტერესოა, რომ ბრიტანელის გარდა ამერიკელი პროდიუსერი ადელთანაც თანამშრომლობს.