გურიაში პროექტის

გურიაში პროექტის "მისწერე წერილი მაჟორიტარს“ პრეზენტაცია გაიმართება

ლანჩხუთის და ჩოხატარურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი 25 თებერვალს გურიას ეწვევა. დღის განმავლობაში დეპუტატი რამდენიმე შეხვედრას გამართავს და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრება.

შედგება დეპუტატის ახალი პროექტის "მისწერე წერილი მაჟორიტარს“ პრეზენტაცია.

ამომრჩეველთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით ლანჩხუთის და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში განთავსდება საფოსტო ყუთები, წარწერით "მისწერე წერილი მაჟორიტარს“. ეს საშუალებას მისცემს რეგიონის მცხოვრებლებს თავიანთი წინადადებები თუ პრობლემები დეპუტატამდე წერილების სახით მიიტანონ.

ნინო წილოსანი საფოტოსტო ყუთების გახსნის ცერემონიას სოფელ გვიმბალაურსა და გორაბერეჟოულში დაესწრება.

ლანჩუთში დეპუტატი სპორტის მუზეუმს ეწვევა და თანამშრომლებს შეხვდება.

დეპუტაი სოფელ ძიმითის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და პირადად მათგან მოისმენს იმ საჭირბოროტო საკიხების შესახებ, რომლებიც მაჟორიტარის ხელშეწყობით გადაწყვეტას საჭიროებენ.

ჩოხატაურში ნინო წილოსანი 112-ის და დღის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდება და ადგილზე გაეცნობა ორივე სამსახურის პრობლემურ ინფრასტრუქტურულ მდგომარებას, სამომავლოდ ამ საკითხის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით.