საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვების შანსები 3.5%-ით გაზარდა. აღნიშნულს კვლევითი ორგანიზაცია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
ორი დღის წინ, ცენტრისტული პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ ლიდერმა ფრანსუა ბაირუმ უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და თავისი მხარდაჭერა ემანუელ მაკრონს შესთავაზა. ემანუელ მაკრონმა ეს მხარდაჭერა მიიღო.
გამოკითხვის შედეგების მიხედვთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უახლოეს კვირას რომ ტარდებოდეს, ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 22.5%-ს მიიღებდა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი 20.5%-ს, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი 26.5%-ს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლე პენსა და მაკრონს შორის შესაძლო დაპირისპირებაში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 61%-ს მიიღებს.