გია ვოლსკი ე.წ.ფარული მოსმენების კანონპროექტზე - ოპოზიციის ამოცანაა, მივიღოთ დასუსტებული სტრუქტურა და ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს

გია ვოლსკი ე.წ.ფარული მოსმენების კანონპროექტზე - ოპოზიციის ამოცანაა, მივიღოთ დასუსტებული სტრუქტურა და ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს

ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონონპროექტი შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, რომ სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული იმ სტრუქტურებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
,,ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია. ის შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, რომ სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული იმ სტრუქტურებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ანგარიშვალდებულება, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, სასამართლოს, პროკურურის და რაც მთავარია პარლამენტის კონტროლი არის მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ეროვნული უსაფრთხოების თემა. ოპოზიციის ამოცანა სხვა რამეში მდგომარეობს, რომ მივიღოთ დასუსტებული სტრუქტურა და რაც შეიძლება მეტი ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს“, -განაცხადა გია ვოლსკიმ. 
პარლამენტი დღეს ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.