ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას მიუხედავად 2016 წლის 6 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების რატიფიცირების შესახებ რეფერენდუმი ნიდერლანდებში 2016 წლის 6 აპრილს გაიმართა. ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 61% გამოვიდა.
ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ბოლო ნაბიჯი ნიდერლანდების პარლამენტის ზედა პალატაში კენჭისყრა იქნება, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, შემოდგომას ჩატარდება.