„ციანიდის საქმეში“ არსებული ჩანაწერების ექსპერტიზის მიზნით ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს გამომძიებლები მივლენ

„ციანიდის საქმეში“ არსებული ჩანაწერების ექსპერტიზის მიზნით ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს გამომძიებლები მივლენ

დღეს ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზა მოხდება.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” ამ საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს, 15:00 საათზე გამომძიებლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მივლენ. ექსპერტიზის პროცედურას დაესწრებიან ადვოკატებიც. 

გარდა ამისა, როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ მოესწრება და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გამომძიებლები დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხავენ. 

ბრალდებულს ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია. ის დუმილის უფლებას იყენებდა.