ამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან

ამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან, რომლითაც იკვებებოდა ქ. თბილისის ნაწილი და ქ. რუსთავი. 21:41 წუთზე ადგილი ჰქონდა სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ გამორთვას, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.