ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს რაღაც კერძო კანტორაა, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს და შარლატანობით არის დაკავებული

ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს რაღაც კერძო კანტორაა, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს და შარლატანობით არის დაკავებული

ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს რაღაც კერძო კანტორაა, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს და შარლატანობით არის დაკავებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვისას განაცხადა. 

ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტოს ინტერესია შეასრულოს მხოლოდ დავალება, რომელსაც ის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მოსამართლისგან მიიღებს. 

”უსაფრთხოების სამსახური და უსაფრთხოების ინტერესი ერთი ჯგუფისთვის არ არის. ეს სჭირდება ყველას ამ ყვეყანაში. ამიტომ რაღაც მინიმალურ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ასეთი დამოკიდებულება ინსტიტუტების მიმართ არ შეიძლება. დავიცვათ ელემენტარული წესები და ბალანსი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობს. მსჯელობა მიდის იმ ვალდებულებებზე, რომელიც კანონპროექტით კომუნიკაციების კომპანიებს ეკისრებათ და რასაც კერძო ოპერატორი კომპანიები კრიტიკით ხვდებიან. 

კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.