ვნახეთ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები პატრიარქის და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ისინი ნათლად მიუთითებენ, რომ ენდობიან გამოძიებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ ფონზე სამწუხაროა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
„მე მათ ვთხოვ, ასევე, ვთხოვ ნებისმიერ ადამიანს, ეს იქნება ჟურნალისტი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი, რომ თავი შევიკავოთ ამ ძალიან სენსიტიურ საქმესთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთთანამშრომლობით, გამოძიების ბოლომდე მიყვანით სიმართლეს აეხდება ფარდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიგებთ იმ სიმართლეს, რომელიც არის საზოგადოებრივი დაკვეთა და რომელიც არის ჩვენი და ყველას ინტერესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.