ნიკი ჰეილი - ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება

ნიკი ჰეილი - ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება

ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ სამშაბათს უსაფრთხოების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. 

„ის, რომ ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვები არსებობს, არ ნიშნავს, რომ შტატები ევროპული კავშირების მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - ამბობს ნიკი ჰეილი. 

მისივე თქმით, ნატო „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია“ და ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ კავშირის ფუნქციონირება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ სჯერა, ამერიკას შეუძლია უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ რუსეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა „ვერ მოხდება ევროპელი მეგობრებისა და მოკავშირეების ხარჯზე“.