პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე დღეს მთავრობის კანცელარიასთან მშრალ შიმშილობას დაიწყებს

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე დღეს მთავრობის კანცელარიასთან მშრალ შიმშილობას დაიწყებს

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია დღეიდან მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქციას გაანახლებს. 
პატიმრის მეუღლე გუშინ გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ენგურის ხიდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კახა ქემოკლიძეს შეხვდა, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომ შიმშილობის აქციას გააგრძელებს, ვიდრე მისი მეუღლის საკითხზე კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული. 

”დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ჩემი მეუღლის საკითხი არც იყო განხილული, რადგან როგორც რუსეთი დაუქნევს თითს, ივანიშვილი ისე აკეთებს ყველაფერს. მე არ ვარ დარწმუნებული ჩემი მეუღლის უსაფრთხოებაში, ალბათ ჩვენც ისევე შეგვაგუებენ ყველაფერს, როგორც თავის დროზე წულაიას ოჯახი შეაგუეს, ერთი წლის შემდეგ კი გამოაცხადეს რომ მან თავი მოიკლა. ქემოკლიძე ამტკიცებს, რომ ჩემი მეუღლე დრანდის ციხეშია, თუმცა ჩემი ინფორმაციით ოთხი კვირის წინ, როდესაც ის ციხიდან გაიყვანეს, იქ აღარ დაუბრუნებიათ. დავიწყებ მშრალ შიმშილობას, მანამდე ვიდრე კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული”, - აცხადებს ლალი ბასარია. 
ენგურის ხიდთან გიორგი ლუკავას მეგობრებმა და ახლობლებმა საპრტოტესტო აქცია გამართეს.