პატრიარქის ექიმის, შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, პატრიარქი დატოვებს თუ არა საპატრიარქოს, მასზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა პატრიარქმა დატოვოს საპატრიარქო.
”მასზეა დამოკიდებული, თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ პატრიარქი. როგორც შალვა პეტრიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სტაბილურად არის.
”სტაბილურად არის. ახლა მივდივარ, უნდა მოვინახულო. ძალიან დიდი ოპერაცია გადაიტანა. საკმაოდ პრობლემები დახვდა და ვუფრთხილდებით მის ემოციურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. ამჟამად მდგომარეობა კარგია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს”, - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ე.წ. "ციანიდის საქმეზე" ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, კანონმდებლობა ბრალდებულის საპატრიარქოში მიყვანას არ ითვალისწინებს, ხოლო პატრიარქი მივა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამის შესახებ პატრიარქის პოზიცია უცნობია.