ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მოდელი, რაზეც ახლა მსჯელობს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მოდელი, რაზეც ახლა მსჯელობს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მოდელი, რაზეც ახლა მსჯელობს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან იყო დაკვეთა, რომ არსებული სისტემა შეცვლილიყო და საქართველოში პოლიტიკური პოლიცია არ ყოფილიყო და „ქართულმა ოცნებამ“ წინასარჩევნოდ ეს დაპირება გასცა, მაგრამ არ შეასრულა.

„ივანიშვილს სურს, რომ ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს ამ ქვეყანაში, სუს-ის მეშვეობით უკანონო მოსმენები გააგრძელოს. სწორედ ასეთი მოსმენების შედეგად მოვიდა ის ხელისუფლებაში და სურს ამ ბინძური მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. საზოგადოების დაკვეთა იყო ის, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი სტრუქტურა და ამას გთავაზობთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი მოდელის მიხედვით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც ანგარიშვარდებული იქნება პარლამენტთან, ანუ ჩვენთან და ის გააერთიანებს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. თქვენ კარგად გესმით, რომ ის, რაზეც ახლა მსჯელობს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა არაფერს აკეთებთ, რადგან ასეთია ივანიშვილის ნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.