საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ახლა საპატრიარქოში იმყოფება.
როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ფლობს ინფორმაციას შორენა თეთრუაშვილის სავარაუდო დაკითხვასთან დაკავშიებით. ასევე, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპატრიარქოში ყოფნის დროს მას სამართალდამცავი სტრუქტურებიდან არავინ უნახავს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ე.წ. ციანიდის საქმეზე, საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კითხავენ. თუმცა, მთავარ პროკურატურაში ეს ინფორმაცია უარყვეს.