მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ გამომძიებლები ე.წ. ციანიდის საქმეზე, საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კითხავენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, საპატრიარქოში მათი არც ერთი გამომძიებელი არ იმყოფება.
”არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი არც ერთი გამომძიებელი საპატრიარქოში არ იმყოფება”, - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” მთავარ პროკურატურაში.
ამასთან, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის დაკითხვაც გამოძიებისთვის საინტერესო იქნება.