ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი

ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი

ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი და მივესალმები ყველა მათგანის წამოწყებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ”თბილისი რუმსში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.

პრემიერმა სახელმწიფოს სახელით, თითოეულ ასეთ ახალ ინიციატივას მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს განსაკუთრებით ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი და მივესალმები ყველა მათგანის წამოწყებას. სახელმწიფოს სახელით, მინდა აღვუთქვა მხარდაჭერა თითოეულ ასეთ ახალ ინიციატივას. მინდა, ასევე ყველა დავპატიჟო ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც ერთი წელია, რაც გაიხსნა და რომლის კარიც ღიაა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

დღევანდელ ღონისძიებაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ღონისძიების მონაწილეებს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა წარუდგინა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით.