ქართველო ხალხო, სანამ თქვენი მოთმინება ამ ხელისუფლებას იტანს, იქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ხართ

ქართველო ხალხო, სანამ თქვენი მოთმინება ამ ხელისუფლებას იტანს, იქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ხართ

ქართველო ხალხო, სანამ თქვენი მოთმინება ამ ხელისუფლებას იტანს, იქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ხართ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

“ქართული ოცნება” მაგონებს ერთ-ერთ ქართულ ფილმში სანდრო ჟორჟოლიანის გმირს, რომელიც გოჭს კლავს და მერე მეპატრონეს ეუბნება: - შენ რა გაჯავრებს, პატრონი არაფერს ჩივაო. სწორია ”ქართული ოცნება”! პატრონი ანუ ქართველი ხალხი ხმას არ იღებს - უზრდიან გადასახადებს - ხმას არ იღებს, გატრუნულია! ჩაუძვრებიან ჯიბეში - ხმას არ იღებს, გატრუნულია! ამიტომ, ქართველო ხალხო, სანამ თქვენი მოთმინება ამ ხელისუფლებას იტანს, იქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ხართ! ჩემი დამოკიდებულება ჩემს ძვირფას ქართველ ხალხთან არის მარტივი - თუ უნდათ რომ არ იწუწუნონ, ხმა 20 ლარზე არ უნდა გაყიდონ, თუ უნდათ რომ გაჭირვებას არ შეეგუონ, ამ ხელისუფლებასაც ისე უნდა მოსთხოვოს პასუხი, როგორც სხვა წინა ხელისუფლებას მოსთხოვეს”, - განაცხადა ბობოხიძემ, თუმცა მას სხდომის წამყვანმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გამოურთო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.