ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გადაიყვანონ

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გადაიყვანონ

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლოა დღეს გადაიყვანონ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, კლინიკაში მივიდა სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი ავტომანქანა, რაც აფიქრებინებს, რომ დეკანოზის პენიტენციურ დაწესერულებაში გადაყვანა შესაძლოა დღეს მოხდეს.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროში განაცხადეს, რომ დეკანოზის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი, ექიმების გადაწყვეტილების შესაბამისად გადაწყდება.

უწყებაში განმარტეს, რომ თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩაფიძის კლინიკის ექიმების მიერ მამა გიორგი მამალაძის გაწერის თაობაზე, მაშინ სამინისტრო ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში დღესვე გადაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზის ექიმის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ სტაციონარი დატოვოს.