უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, იმ ოპერატორმა კომპანიებმა, რომელთა მეშვეობითაც ფარული მოსმენები ხორციელდება, გამოაქვეყნონ ყოველწლიური სტატისტიკა, თუ რამდენ მოქალაქეს უსმენენ.
აღნიშნული ინიციატივით ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გამოვიდა.
”ამით უსაფრთხოებას არანაირი პრობლემა არ ექმნება. უბრალოდ გვეცოდინება, თუ როგორია დინამიკა. თქვენ გექნებათ საშუალება, მუდმივად შავ-ბნელ 9-წელიწადზე ისაუბროთ და თქვათ, რომ მაშინ უარესად იყო საქმე. ხოლო ჩვენ, ყველა დანარჩენს, ვისაც გვინდა, რომ საღი შეხედულება გვქონდეს ვითარებაზე, გვექნება საშუალება, ვნახოთ და გავიგოთ ოპერატორებისგან, რამდენ მოქალაქეს უსმენენ და როგორია ტენდენცია”, - განაცხადა ბოკერიამ.
მან აქვე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას ამ მიმართულებით სპეცსამსახურებზე არასაკმარისი კონტრილის უსერიოზულესი პრობლემა ჰქონდა.