გიორგი გახარიას კომენტარი მოსაკრებლის გაზრდის შესახებ

გიორგი გახარიას კომენტარი მოსაკრებლის გაზრდის შესახებ

„ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა არის  ოპტიმალური, ახალი  ვარიანტი,  რომელსაც  მივაღწიეთ  მათთან  კონტრაქტის  გადახედვის  შედეგად.

კონტრაქტის  ძველ  ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება  ჰქონდა ფასები გაეზარდა  ყოველ  წელს  2  დოლარით.  დღეს  ახალი  კონტრაქტის  პირობებში  ეს  უფლება  ჩაკეტილია მხოლოდ და მხოლოდ  2-ჯერ  ფასების  გაზრდით ორ-ორი დოლარით.  შესაბამისად, ფასები შესაძლებელია 20-დან 24-ზე გაზრდის.  მე  გეუბნებით  და  გპირდებით,  ამას  სერიოზული  ასახვა ბილეთის  ტარიფებზე  არ  ექნება.  კიდევ  ერთხელ  ხაზგასმით  ავღნიშნავ, რომ ეს  პოზიტიური  ცვლილებაა ძველ  კონტრქტთან  შედარებით.  სამინისტრომ  მოლაპარაკების  შედეგად  მიაღწია იმ  შედეგს,  რომ  დარჩენილ  10  წელიწადში  მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ  გაიზარდოს  ფასი.

ჩვენ  გვქონდა  ბიზნესთან  შეხვედრა,  როცა  ამ  კონტრაქტზე  ვმუშაობდით  და  ზუსტად  ამ  ავიაკომპანიებმა კონტრაქტში  შეტანილი  ცვლილებების  შედეგად  მიაღწიეს  ყველაზე  მეტ  სარგებელს.  ამ  კონტრაქტის  პირველი  ვარიანტი  იყო  კაბალური“