დანაშაულის მაჩვენებლის დაბალი დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზე გავიდა. შესაბამისი რეიტინგი საიტმა Numbeo-მ შეადგინა, რომელიც მსოფლიოში სტატისტიკური მონაცემების უმსხვილეს ბაზას წარმოადენს.
კვლევის თანახმად, რომელმაც 125 ქვეყანა მოიცვა, საქართველო მე-7 ადგილზეა, მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი კი მე-18 - მე-19 პოზიციებზე არიან.
უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში შევიდნენ ასევე ყატარი, სინგაპური, არაბეთის გაერთიანეული საემიროები, ჰონკონგი, იაპონია, დანია და ბელარუსი.
ყველაზე კრიმინალურ ქვეყნებად ვენესუელა, პაპუა - ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ნიგერია, ბრაზილია, ტრინიდადი და ტობაგო დასახელდნენ.