ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს რეპორტიორი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

დღეს, ევროპარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით COREPER-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ტექნიკური სხდომა იყო დანიშნული. ამის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, საკითხს ევროკავშირის საბჭო განიხილავს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.