დიახ, მე გახლავართ ერთერთი ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადე ის სასამართლო სისტემა და პროკურატურა,

დიახ, მე გახლავართ ერთერთი ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადე ის სასამართლო სისტემა და პროკურატურა,

“ ჩემი განცხადების თემა სხვა გახლავთ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, გამოვეხმაურო სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და მართლა, ცოტა უხერხულია იმ ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში საოცრებებს გვიჩვენებდნენ სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის მონაწილეობით, დღეს მოვისმინოთ ეს რიტორიკა.

დიახ, მე გახლავართ ერთერთი ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადე ის სასამართლო სისტემა და პროკურატურა, რომლის ფაქტობრივ დაქვემდებარებაში იყო მაშინ სასამართლო. ამ თემაზე დღეს აღარ გავაგრძელებ. შეგვიძლია, ვისაუბროთ, ამოვწიოთ ის დოკუმენტები, ის პასუხები, რომლებსაც სასამართლოები სცემდნენ იმ დროს მათ მიერ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს და ყველაფერი ძალიან ნათელი გახდება, დადგება თავის ადგილზე. ამაზე შეგვიძლია, მოგვიანებით ვისაუბროთ.

მე ამ შემთხვევაში, მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს ცნობილ შემთხვევას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ერთის მხრივ, მართლაც ძალიან მტკივნეულია ის შემთხვევა, რომელიც ყველა ჩვენგანს, გარკვეულწილად, შეგვეხო, მაგრამ, მეორეს მხრივ, ალბათ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთის მხრივ,  მძიმე დანაშაულს, მეორეს მხრივ, საპატრიარქოს, დედა-ეკლესიას. დედა-ეკლესია არ გახლავთ რომელიმე უწყება ან დაწესებულება, ის არის მართლაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ერთობა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც, ალბათ, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ საპატრიარქოსთან დაკავშირებით.

მე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში. საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს პატრიარქის და პრემიერ მინისტრის შეხვედრა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრის თემა, ბუნებრივია, იყო მომხდარი და ინფორმაცია ამ ამბის ირგვლივ. მე პირდაპირ მინდა, ციტირება გავაკეთო საპატრიარქოს განცხადების, რომელიც მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ: „ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან  ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი შოთაძე იმყოფებოდა საპატრიარქოში. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს“. ამ განცხადებით, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათქვამია და არც არის მიზანშეწონილი დღეს ამ განცხადების შემდეგ თემის გაგრძელება. ერთადერთი, ალბათ, ყველაზე უპრიანი იქნება, მივადევნოთ თვალი გამოძიების პროცესს, რომელიც უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი პიროვნული ღირსებების დაცვით და როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით. ალბათ, დამწყებმა იურისტმაც კი იცის, რომ გამოძიების დასრულებამდე დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი.  დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ვიყოთ დარწმუნებული, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს. ამ საქმეს გამოიძიებს ობიექტური, მიუკერძოებელი პროკურატურა და ამ საქმეს განიხილავს თავისუფალი, ასევე, მიუკერძოებელი სასამართლო.