„რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს, პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც იქნა ნახსენები. არ მინდა ხოლმე გამოვეხმაურო ამ ამბებს, მაგრამ იძულებული ვხდები ხოლმე. თქვენ ბატონებო 9 წლის გახსენებაზე ხან გეღიმებათ, ხან უხერხულად იშუშნებით, ეს ბუნებრივი რეაქციებია. მაგრამ, ამას ვერ დაივიწყებს ქართული საზოგადოება საბედნიეროდ და სამწუხაროდ ამავდროულად.
რაც შეეხება შოთაძის განცხადებას, მე მინდა, გაგახსენთ, რომ მთავრმა პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოქალაქის ინფორმაციით იგემებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ამის შემდეგ, მანვე განახცადა, რომ დააკავეს პიროვნება, რომელსაც ბრალი ედება ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადებაში.
ამის გადახვევა ჩვენ შეგვიძლია, თქვენ არ გაწყობთ, რადგან, წინა დღიდან მოყოლებული პიარ კამპანია იყო აგებული და ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი. სამწუხაროა, რომ ამაში გაებნენ ამ პიარკამპანიის, ამ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ სხვა პირების და სამწუხაროა, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც. თუმცა, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ და შევუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებებს, რაც გაახმოვანეს.
გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ გამოძიებას. საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც გაახმოვანა პრესსპიკერმა ეს გახმოვანდა.
ჩვენ დიდი სიფრთხილით მართლაც ძალიან სენსიტიურ საკითხს ვუდგებით და ეს ძალიან სამწუხაროა რომ თქვენს განცხადებებში არ ჩანს და ამ ყველაფრის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება.
რაც შეეხება სასამართლოს, რატომ ხდება ისე რომ თქვენი შეფასებით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები აღმოჩნდნენ პოლიტპატიმრებად, ნაწილი გამართლდა ნაწილმა ამ სასამართლოში ჰპოვა სიმართლე და რადგან მტკიცებულებები იყო ნაკლები, ასე ვთქვათ, სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალებ, ისინი გამართლებულები იქნენ და ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს ერთ-ერთი თვისება? რატომ ხდება რომ მხოლოდ ერთადერთ საქმეზე მიდის პრეტენზიები ტენდენციურობაზე და სხვა ქონებრივ დავებზე ასეთი პრეტენზიები არ არის 5 წლის განმავლობაში.
დასკვნას აკეთებს ბატონი კახიძე იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი მკვლელობა არ მზადდებოდა, ისევ იმ თემას დავუბრუნდები, პროკურორის გადადგომას ითხოვს და ითხოვს საგანგებო პროკურორის დანიშვნას . ხომ არ გავაკეთოთ ასე დღეიდან, რა თქმა უნდა, ეს ირონიით, უკაცრავად ამისთვის, რომელი საქმეც არ მოგეწონებათ საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ ამ საქმეებზე, ან რომელ საქმეშიც თქვენთვის სასარგებლო გარკვეული ნიუანსები არ აღმოჩნდება ასე დავადასტუროთ რადგან კახიძე იტყვის , რომ ეს არის ასე და საგანგებო პროკურორი დავნიშნოთ, რომელიც სათქვენოდ გამოიძიბენ ამა თუ იმ საქმეს. საქართველოში ეს აღარ განმეორდება. ვფიქრობ, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და ინსტიტუტები თავის სიტყვას იტყვიან , ობიექტურობაში დაარწმუნებენ საზოგადოებას ეს არის მათი პოზიტიური ვალდებულება, რა თმა უნდა იმ საქმეებზე რაზეც ვისაუბრეთ ამ ინსტიტუტების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი რაც არსებობს და დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც , სასამართლოც ამაზე ადეკვატურ, სწორ პასუხს გასცემს თავის გადაწყვეტილებაში.“