"რამხელა ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, უყურებდე თვალებში დათო მათიკაშვილს და საუბრობდე სიძულვილის ენაზე"

რამხელა ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, უყურებდე თვალებში დათო მათიკაშვილს და საუბრობდე სიძულვილის ენაზე, მაშინ, როდესაც გვერდზე რომ გაიხედ-გამოიხედო, აღმოაჩენ ადამიანებს, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სიძულვილით მართავდნენ ამ ქვეყანას და სიძულვილით უსწორდებოდნენ ქართველ ხალხს.

მე მესმის ჩვენი კოლეგების წუხილის, მათ არ გამოუვიდათ ერთიანი იერიში, რომელიც დაგეგმეს სასამართლოზე, რომელიც ერთის მხრივ, გულისხმობდა მოსამართლეების მოსყიდვას, მეორეს მხრივ, გულისხმობდა ყოფილი მათი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც იყვნენ ჩარჩენილები საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მუხლების გაუქმებაზე მუშაობას, რომლითაც მათ თავად იცოდნენ, რომ აუცილებლად წააგებდნენ ყველა ინსტანციაში სასამართლო პროცესს და მესამეს მხრივ, შავი, ბინძური პიარის გამოყენებით იმ მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებზეც იცოდნენ ასი პროცენტით, გარანტირებულად, რადგანაც თვითონ არიან იურისტები და ზუსტად იცოდნენ, რასთან იქნებოდა საქმე, რომ ზუსტად ასე დამთავრდებოდა- რომ ისინი წააგებდნენ ყველა ინსტანციაში ამ განაჩენს.

დღეს არის დარჩენილი ბოლო ინსტანცია და ჩვენ ვნახეთ იმ ჩანაწერების შედეგად, რომელსაც თავად აღიარებენ, რომ არის ავთენტური, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, სავარაუდო მოსყიდვას და ზეწოლას სასამართლოზე.

ანუ დღეს ჩვენ რა გვრჩება: პირველი -  ჩვენ აუცილებლად, საზოგადოებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც გამოვხატავთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესს საქართველოს პარლამენტში, უნდა მოვითხოვოთ საგამოძიებო სტრუქტურებისგან, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ეს საქმე; მეორე - აუცილებლად, როდესაც იქნება სასამართლო განხილვა საკასაციო წესით და და პალატით განხილვა, მონაწილეობა მიიღონ იმ მოსამართლეებმა, რომელთა მიმართ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს რაც შეეხება სასამართლოს და პირადად ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც კერძო დავას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ ადამიანს,რომელიც დღეს დაობს თავისი კერძო ქონების დასაბრუნებლად,  წინა ხელისუფლებამ, კონკრეტულად, წინა ხელისუფლების ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის სახელით, ეს ქონება წაართვა. ეს  არის ის პოზიცია, რასაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გამოხატავს.

ახლა რაც შეეხება საპატრიარქოს  - ჩვენ ვნახეთ პროკურორის ტონით ჩვენი კოლეგა როგორ საუბრობს, როგორ მოიხსენიებს ამ პროცესს. ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება ზოგადად ეკლესიის წინაშე, ჩვენ ვიცით მათი სურვილები, რომ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა ეს გუნდი შანტაჟით, მოსყიდვით, ჩანერგვით, რომ დისკრედიტაცია განეცადა ამ  ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომლის მიმართაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს, ამიტომ, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ  - ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, რომ ყველას მოვუწოდოთ ვიყოთ მშვიდად, დაველოდოთ გამოძიებას, მაშინ, როდესაც თვითონ ამ ინსიტუტის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ისინი თავად ენდობიან გამოძიებას და ადამიანებს, არაკეთილმოსურნე ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხანია თავის სიძულვილს აფიქსირებენ ამ ძალიან ძლიერი, მნიშვნელოვანი და ტრადიციული ინსტიტუციის მიმართ, თავი შეიკავონ ჩარევისგან, პროვოკაციული განცხადებებისგან და და მისცენ საშუალება გამოძიებას, ბოლომდე მივიდეს საქმე და სასამართლო ეტაპზე, სასამართლო პროცესებით ან გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენით გამოვლინდეს ის სიმართლე, რასაც მე ვფიქრობ, მთელი საქართველო ძალიან დიდი მოლოდინით ელოდება.