"გუშინ, საპატრიარქოს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა ძალიან შესაშური, დროული და რეალობასთან შესაბამისი განცხადება"

გუშინ, საპატრიარქოს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა ძალიან შესაშური, დროული და რეალობასთან შესაბამისი განცხადება და მინდა შევუერთდე სწორედ ამ პათოსს, რომ ჩვენ დავიცვათ, ყველამ , ეს სიფრთხილე. პირველ რიგში, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქი ჩამოვიდა მშვიდობით, ჯანმრთელი და შეუდგა საქმიანობას, რაც იმას მოწმობს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მის არყოფნაში, გარკვეული საფრთხე დატრიალდა სწორედ საპატრიარქოში, ეკლესიის მიმართ. ამაში ბევრმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, სასულიერო პირებმაც.

მე ვფიქრობ, თუ ის საბურველი, იდუმალების, ჩამოეცლება სწორედ ეკლესიას, რის გამოც მორწმუნე თუ არამორწმუნე არის მოწიწებით და პატივისცემით გამსჭვალული ამ ინსტიტუტის მიმართ, მაშინ უკვე დაიწყება ძალიან სახიფათო პროცესები და რეანიმაციის საშუალება მიეცემა უღმერთოთა კავშირს, რომლის ფარული წევრებიც, დღეს ვხედავთ, ჩვენ, შიგადაშიგ და რა თქმა უნდა, არიან და უფლის სახლის დიკრედიტაცია არავინ არ უნდა დავუშვათ. რადგან ეს არის უპირველეს ყოვლისა, არამარტო საქართველოზე დარტყმა.  ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საბაბი, ნებით თუ უნებლიედ, არავის არ უნდა მივცეთ. 

ამ ბოლო ხანებში, ჩვენ გვესმის სხვადასხვა მხრიდან და სწორედ ამ საფრთხის საფუძველს იძლევა. რაც შეეხება თვითონ პროკურატურის მიმართ ასევე გამოთქმულ გარკვეული სახის ბრალდებებს, მინდა გარკვევით ვთქვა, რომ თვითონ პროკურატურამ გააკეთა ის, რაც რა თქმა უნდა, უნდა გაეკეთებინა. შეიძლება იყოს გარკვეულწილად სხვადასხვა აზრი, რამდენად, რა ტონალობაში, როგორი ემოციით, მთავარ პროკურორს უნდა გაეკეთებინა ეს განცხადება თუ სხვას, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ სწორედ გამოძიებას.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს მტყუანი, მართალი, ვინ ბრალიანია, ვინ უბრალო და სწორედ ზედმეტი ინტერპრეტაციებით არ უნდა მივცეთ სახიფათო პროცესებს გასაქანი. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს განცხადება, რომელიც საპატრიარქოს მდივანმა გააკეთა, შეწყდება ამაზე სხვადასხვა ვერსიების გამოთქმის საფუძველი. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.

ეს ამბავი, ძალიან რბილად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ღიმილს იწვევს და ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ გადაითვალეთ ერთმანეთი მაინც, რამდენს აღწევთ ყოველ შემთხვევაში პარლამენტში და რამდენად საშუალება გაქვთ სულაც ყველას რომ გინდოდეთ ამის გაკეთება, რამდენად გაქვთ ამის საფუძველს რომ თავი დავანებოთ , საშუალება ამ მიზნის მიღწევის და ეს არის ელემენტარული, გასაგებია ისე, ამოტივტივება და რომელიც ხელს უწყობს...

მახსოვს ძალიან კარგად და ყველას გვახსოვს აღვირახსნილი კამპანიები სწორედ საპატრიარქოს და ეკლესიის მიმართ და ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში შეიძლება ამის განხილვაც. დიდი იმედი მაქვს რა თქმა უნდა იმის, რომ პატრიარქი ჩვეული სიბრძნით, აი იმ პრობლემებს, რომლებმაც თავი იჩინა საპატრიარქოში თავისით დაალაგებს ჩვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე და კიდევ ერტხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებასაც და ყველასაც, რომ ამ მხრივ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული, რადგან საქმე ეხება სწორედ ჩვენს სულიერ სხეულს.