ოპოზიციას ეჩქარება, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს - გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს

ოპოზიციას ეჩქარება, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს - გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის აზრით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენების საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ეფექტურად იმუშავა.

მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება დაელოდოს გამოძიებას.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ოპოზიციას ეჩქარება. ეჩქარება საზოგადოებასაც, რადგან საქმე ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ საქმეს ეხება, მაგრამ გამოძიება ყველა დაგროვილ კითხვას გასცემს პასუხს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. პროკურატურამ და სამართალდამცავმა სისტემამ ძალიან ეფექტურად იმუშავა. შესაბამისად აღკვეთილი იქნა დანაშაული,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.