საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო 28 თებერვალს იმსჯელებს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო 28 თებერვალს იმსჯელებს

ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დღეს, ევროპის საბჭოში, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს COREPER-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ერთგვარი ტექნიკური სხდომაა, სადაც უკვე პარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა მოხდება.

„შემდეგ უკვე, 28 თებერვალს მოხდება საკითხის შეტანა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, სადაც დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება გაცემული პარლამენტის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.