,,ნაცმოძრაობა“ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს

,,ნაცმოძრაობა“ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს

საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა , რეზოლუციის პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება საზოგადოებამ დაახლოებით მაინც ნახოს თუ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს მხარემ ,,გაზპრომთან“.

,,გაზპრომთან“ დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი ჩვენი რეზოლუცია. პარლამენტში ვაჩვენებთ ყველას, თუ რა მავნებლურ ანტისახელმწიფოებრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამაზიანებელ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს მხარემ. პარლამენტის ტრიბუნიდან დაინახავთ ამ კონტრაქტის ყველა მხარეს. ეს არის კონტრაქტის ჩვენებური ვერსია, რომელიც განსხვავებული არ იქნება იმისაგან, რაზეც ხელი მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, ჩვენ დავუჭერთ მხარს შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც მსგავსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს შეისწავლის დახურულ რეჟიმში. ვინაიდან უკვე საკომიეტეტო მოსმინებისას გამოჩნდა უმრავლესობის მოსაზრებები, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ამას, გვაქვს ინიციატივა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის „გაზპრომთან“ დადებულ სახელმწიფოსთვის საზიანო ხელშეკრულებას. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ოფიციალურად ამ დოკუმენტს და მივცემთ სტარტს პროცედურას, რომლიდან გამომდმინარე უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მხარე და ყველა მოტივი იქნება გამოძიებული“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.