„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეს იწყებს

„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეს იწყებს

ეს არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის თანამედროვე რუსეთის მეთოდი და ეს მეთოდი ახლოს არის რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან, - ასე აფასებს ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

,,საზოგადოება კარგად ხედავს ხელისუფლების უხეშ ჩარევას ეკლესიის საქმეებში. ეს არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის თანამედროვე რუსეთის მეთოდი და ეს მეთოდი ახლოს არის რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან. ძნელია გააკეთო კომენტარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ შეგროვებას ხელმოწერების მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლებას მთლიანად ეკისრება ვალდებულება ამ მოვლენებზე. ისინი იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩარეულიყვენენ ეკლესიის საქმიანობაში და ასე ვთქვათ ამ თემებით მომხდარიყო სპეკულირება“, -განაცხადა სერგო რატიანმა.