ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მორიგ ჯერზეც გახდება

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მორიგ ჯერზეც გახდება

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს ფარული მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობები სუს-ს კონსტიტუციის დარღვევით შეუნარჩუნოს.

„დღეს გაგრძელდება ფარული მოსმენების საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს ფარული მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობები კონსტიტუციის დარღვევით შეინარჩუნოს სუს-ის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რაც მორიგ ჯერზე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობა. ამის ნაცვლად „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ვთავაზობთ, რომ სააგენტო იყოს რეალურად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერის წინაშე და მასზე ხორციელდებოდეს საპარლამენტო კონტროლი, ასევე არსებობდეს ორმაგი ე.წ. გასაღები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ფარული მოსმენების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.