პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მამა გიორგის რაიმე დანაშაული არ ჩანს

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მამა გიორგის რაიმე დანაშაული არ ჩანს

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მამა გიორგის რაიმე დანაშაული არ ჩანს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მამა გიორგი სხვადასხვა საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობას არ გაურბის.

"ორშაბათს მოსული იყო გამომძიებელი, სხვადასხვა საექსპერტო ნიმუშის ასაღებად. მამა გიორგი არ გაურბის ამას, საჯაროდ თქვა და ოქმშიც დააფიქსირა, რომ ის აუცილებლად მიიღებს ამაში მონაწილეობას, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს ამის საშუალებას. ისიც დააფიქსირა, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებს არ გადააცილებს. ბრალდებულმა ყველა მასალის შესახებ იცის, რაც აქვს პროკურატურას. თუ რამდენადაა ეს მასალები მტკიცებულება, ამის შესახებ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, მამა გიორგი უახლოეს დღეებში დაარღვევს დუმილის უფლებას და ისაუბრებს საკუთარ უდანაშაულობაზე. "დუმილის უფლების დარღვევა დამოკიდებული იყო სასულიერო პირების ნებართვასა და კურთხევაზე, ასევე დაცვის ტაქტიკისა და შექმნილი არანორმალური ფონის გამო, რომელიც პროკურატურიდან მომდინარეობდა. გაიარა ამ ეტაპებმა და უახლოეს დღეებში დაარღვევს დუმილის უფლებას, გამოძიებას მისცემს ჩვენებას", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით კი, დეკანოზი გიორგი მამალაძე სავარაუდოდ, დღეს დუმილის უფლებას დაარღვევს.