განცდა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პულტებს ვაკონტროლებ, მე ვაკონტროლებ ჭეშმარიტებას, არის შეცდომა, რომელიც სირთულეებს შექმნის

განცდა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პულტებს ვაკონტროლებ, მე ვაკონტროლებ ჭეშმარიტებას, არის შეცდომა, რომელიც სირთულეებს შექმნის

საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი მოსმენა საზოგადოების, მეტი დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ”არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტი აღნიშნული სიტყვებით მოუწოდებს ხელისუფლებას დიალოგისკენ. ”ბოლო ოთხო თვის დინამიკა მიბიძგებს გავაკეთო მოწოდება, რომ საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი მოსმენა საზოგადოების, მეტი დისკუსია. ყველაფერი დაიწყო ჩემი შეთავაზებით საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით - მივიღე უარი, ჩემი მცდელობა, რომ ვისუბროთ უფრო ჩართულად - უარი, ჩემი შეთავაზება ვეტოს დადებამდე დისკუსიაზე - უარი, ვეტოს დადების შემდეგ დისკუსიაზე - უარი, მოსმენების კანონზე დისკუსიის გამართვაზე - უარი. ეს განცდა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პულტებს ვაკონტროლებ, მე ვაკონტროლებ ჭეშმარიტებას და არავისთან მჭირდება საუბარი, არის შეცდომა, რომელიც სირთულეებს შექმნის, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მოთმინებით და პატივისცემით ვამბობ - ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. ამ საუბარში ზოგი მოიგებს, ზოგი წააგებს, მაგრამ მივალთ ჭეშმარიტებამდე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.