გიორგი მარგველაშვილი:   ე.წ. ციანიდის საქმეზე ნელ-ნელა სიტუაცია მშვიდდება

გიორგი მარგველაშვილი: ე.წ. ციანიდის საქმეზე ნელ-ნელა სიტუაცია მშვიდდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ნელ-ნელა სიტუაცია მშვიდდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ”არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საპატრიარქო გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

”ნელ-ნელა სიტუაცია მშვიდდება, ყალიბდება ადეკვატური დამოკიდებულება. იმედია, პროკურატურა გააგრძელებს გამოძიებას. იმედია, დაცვის მხარეს ექნება სრული შესაძლებლობა ინფორმაციის გაზიარების, რადგან ძალიან დიდი ხანი ერთ კარებში მიდიოდა თამაში და ბუნებრივია ამ პროცესში გაირკვევა სიმართლე და ყოველთვის სვამს წერტილებს კითხვის ნიშნებზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი დამშვიდდება, თუკი ყველა თავის როლს დაუბრუნდება.