ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, მივა თუ არა პარლამენტში კახა კალაძე

ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, მივა თუ არა პარლამენტში კახა კალაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, მივა თუ არა პარლამენტში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ის გააგრძელებს კომუნიკაციას როგორც ენერგეტიკის მინისტრთან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

”მე მქონდა კომუნიკაცია ენერგეტიკის მინისტრთან, მექნება კომუნიკაცია ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც და იმედი მაქვს, ამის საფუძველზე კონკრეტულ შეთანხმებამდე მივალთ. ამ ეტაპზე ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. კომუნიკაციას გავაგრძელებთ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესთან”, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების შესახებ ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს.