ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს

ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს

ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარში პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. კობახიძის თქმით, უწმინდესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და ახლა ყველასთვის უმთავრესია, სიმართლე დადგინდეს.

”ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი გარკვეულები რომ იყვნენ გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. არც მე ვარ გარკვეული დეტალებში, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მას შემდეგ, რაც გაირკვევა დეტალები, მაშინ უნდა გავაკეთოთ შეფასებები იმაზე, თუ ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო განცხადებებს. ვინ ჩქარობს და ვინ - არა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია სასიცოცხლოდ, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს და ეს სიმართლე გახდეს ყველასთვის ცნობილი. კობახიძე ყველას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

”სიჩქარე მხოლოდ ავნებს გამოძიებას. ნაჩქარევი განცხადებები არ არის სწორი. მოვუწოდებ ყველას, არ გააკეთონ ნაჩქარევი განცხადებები არც პროკურატურასთან და არც სხვა რამესთან მიმართებაში. მთავარია გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლომდე მივა გამოძიება, გვეცოდინება ყველაფერი.