ე.წ. მოსმენების კანონში გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა ძირითად პრინციპს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, დავიცავთ

ე.წ. მოსმენების კანონში გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა ძირითად პრინციპს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, დავიცავთ

ე.წ. მოსმენების კანონში გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა ძირითად პრინციპს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, დავიცავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

ხვალ პარლამენტი ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას გააგრელებს. "ამ დროის განმავლობაში ვმუშაობთ ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვინც არის ჩართული და ვისაც შემხებლობა აქვს ფარულ საგამოძოებო მოქმედებებთან. ვესაუბრებით და ვმუშაობთ ოპერატორებთან, ორგანიზაციებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა, ძირითად პრინციპს, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების გახორციელების მექანიზმი, რათა განახორციელოს უსაფრთხოების კარგი პოლიტიკა და მეორე მხრივ დავიცვათ ადამიანის უფლებები, დავიცავთ. ამ ცვლილების მომზადების პროცესში ყურადღებით ვუსმენთ ყველა შენიშვნას", - განაცხადა ბესელიამ.