ე.წ. მოსმენების კანონპროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია

ე.წ. მოსმენების კანონპროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია.

”ეს კანონპროექტების პაკეტი შემუშავდა ფართო დისკუსიების საფუძველზე და ის არის შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, ჩვენ შევუდგებით ამ კანონპროექტების განხილვას და მიმდინარე კვირაში იქნება განხილული პირველი და მეორე მოსმენით ეს პაკეტი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესი არის სამუშაო და რა თქმა უნდა ცვლილებების შეტანა არ არის გამორიცხული.