ადვოკატებთან საუბრის შემდეგ შევატყვე, რომ პატრიარქს მამა გიორგისთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა

ადვოკატებთან საუბრის შემდეგ შევატყვე, რომ პატრიარქს მამა გიორგისთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა

ადვოკატებთან საუბრის შემდეგ შევატყვე, რომ პატრიარქს მამა გიორგისთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პატრიარქს სამივე ადვოკატი დღეს დილით შეხვდა და უწმინდესს საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი გააცნეს. "პატრიარქი დაინტერესდა ყველა დეტალით, რაც შეიძლება ამ საქმესთან კავშირში ყოფილიყო. რა თქმა უნდა სამივე ადვოკატს გვქონდა სურვილი ამაზე გვესაუბრა. მოვისმინე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ პატრიარქმა გამოთქვა სურვილი მამა გიორგისთან შეხვედრის. ჩვენი საუბრის შემდეგ კი შევატყვე, რომ ამ ყველაფრის სურვილი პატრიარქს კიდევ უფრო ჰქონდა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია როდის მოინახულებს უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძეს.