ადვოკატი:  მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს

ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს

მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელმაც ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.

„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.