უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადაწყვეტილება მიიღო, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების პასპორტების აღიარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
პოროშენკოს თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დოკუმენტების აღიარება „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ამ უკანონო ფორმირებების აღიარების ელემენტია და დე-ფაქტო მინსკის პროცესზე უარის თქმას ნიშნავს, ვინაიდან აღნიშნული ნაბიჯი შეუთავსებელია მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან.
„ვფიქრობთ,ეს აღმაშფოთებელია და ითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის სანქციების გაძლიერებას“, - განაცხადა “, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
18 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გაცემული დოკუმენტების აღიარების შესახებ.