მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ

მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქო დატოვა. პრეზიდენტი საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიარქთან ერთად იგი ესწრებოდა მეუფეებთან შეხვედრას და რომ ეს იყო ძალიან ღია და საინტერესო დისკუსია.

“პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას გაგიზიაროთ სიხარული, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში. თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. დღეს მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან ვითარებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.