ეკა ბესელია:  ეკლესიის მიმართ ახალი და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო

ეკა ბესელია: ეკლესიის მიმართ ახალი და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო

ვხედავ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ მომენტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების გარშემო მიმდინარე პროცესზე საუბრისას განუცხადა.

ბესელია ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ ახალი და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

“ეს მოხდება ფინანსური სანქციების თუ გადასახადების გადახედვის კუთხით, აუდიტის შეშვების მოთხოვნით თუ სხვა, ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს, შეტევას ახორციელებენ“, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.