რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2008 წელს შეწყდა, მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეს ურთიერთობები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები აღდგება“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
„ჩვენ, ზურაბ აბაშიძესთან ერთად, განვიხილავთ და ვწყვეტთ საკითხებს, რომლის გადაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია“, - დასძინა მან.