კატეგორიულად მოვითხოვ, გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია, მათ შორის ის ჩანაწერები, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა

კატეგორიულად მოვითხოვ, გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია, მათ შორის ის ჩანაწერები, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა

არავის გვაქვს იმის პრეტენზია ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილის პროკურატურას საზოგადოებაში რაიმე სახის ნდობა გააჩნია, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სცილდება ამ ფარგლებსაც”, - ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პროკურატურის განმარტებას იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხუთი დღეა სრულიად საქართველოს მოსახლეობა დაზაფრული ისმენს ინფორმაციას საქართველოს პატრიარქზე შესაძლო შეტევის და მისი მოწამვლის შესახებ.

”ხუთი დღეა თითოეული ჩვენგანი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია მისი უწმინდესობის უსაფრთხოება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები პრემიერისგან, ვიცე-პრემიერისგან, იუსტიციის მინისტრისგან, უმრავლესობის წევრებისგან. ყველა საუბრობდა იმ უმძიმეს დარტყმაზე, რომელიც ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ააცილა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას.

დღეს, პროკურატურის მიერ გაირკვა, რომ თურმე უწმინდესზე რაიმე ტიპის ტერორისტული აქტი, შეტევა, ან მოწამვლის მცდელობა არც კი იგეგმებოდა.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ძალიან ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც არც კი ვიცი, როგორ შევაფასო ეს ფაქტი, ეს 5 -დღიანი მოლოდინი, დაზაფვრა ჩვენი მოსახლეობის, დაზაფვრა ყველაზე მგრძნობიარე თემით, პატრიარქის თემა, გამომდინარე იმ პატივისცემიდან, იმ სიყვარულიდან, რომელიც მის უწმინდესობას უჭირავს.

ამ საკითხზე 5-დღიანი დაზაფვრის დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა, ეს ყველაფერი სცილდება საღი აზრის ფარგლებს.

არავის არ გვაქვს იმის პრეტენზია ჩავთვალოთ, რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას საზოგადოებაში, მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინეთ, სცილდება ამ ფარგლებსაც”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე ორ შესაძლოა ვერსიაზე საუბრობს.

”პირველი არის ის, რომ პროკურატურამ საერთოდ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, გაგრძელებული საპარლამენტო უმრავლესობით და უბრალოდ არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია, თუ რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თავისთავად ეს უაღრესად საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა.

მეორე ვერსია - ამ თემის გამოყენებით, პატრიარქის სახელით სპეკულირებით, მათ სურდათ შექმნათ ტალღა, რომელიც გადაფარავდა სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ ფონს, დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ამ დღეებში საპატრიარქოს გარშემო.

ასეთი დისკუსია აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე”, -განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია.

”როგორც პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად მოვითხოვ გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია, მათ შორის ის ჩანაწერები, რომელზეც აპელირებდა პროკურატურა, საზოგადოებამ გაიგოს რასთან ჰქონდა საქმე ამ დღეების განმავლობაში, რატომ დაზაფრეს სრულიად საქართველო ამ გაუგონარი დეზინფორმაციით და ჭორით, რომელიც დღეს ასე უტიფრად და სამარცხვინოდ დაასრულა პროკურატურამ.

ერთი კარგი ამბავი ნამდვილად არის, პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება , მაგრამ ვერავის ვერ მოგილოცავთ, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ასე უტიფრად, ასე არაპროფესიუნალურად შეუძლია შეეხოს ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ თემას”, -განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ელოდებიან რეაგირების მთავრობისგან, პრემიერისგან მთავარი პროკურორისგან.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს“ და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან“.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს“ და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან“.