დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ.  როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, საქმეზე საჯაროდ ვერ საუბრობს გაუთქმელობის პირობის გამო, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით მოსამართლემ დაიჯეროს მამა გიორგის უდანაშაულობა.

"მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოქმედებებში შეზღუდული ვართ. ჩვენ ვაკეთებთ უამრავ რამეს ისეთს, რაც სასამართლოში იქნება წარმოდგენილი, რათა მოსამართლემ დაიჯეროს მამა გიორგის უდანაშაულობა. ამ ყველაფერს ვახორციელებთ, რათა პროკურატურის არასწორი ბრალდება არ დამტკიცდეს სასამართლოში და რეალობა გაიგოს ყველამ", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანიზი გიორგი მამალაძე დღეს სასულიერო პირებმა მოინახულეს, ასევე მასთან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი იყო შესული.